გუმბათის საჯარო სკოლის ეკოკლუბი ონლაინ აქტივობების განხორციელებაზე გადავიდა, 21 მარტი პოეზიის მსოფლიო დღეა, ამ დღესთან დაკავშირებით გამოვიყენეთ ტექნოლოგიები შეძლებიგვარად და პოეზიის საღამო მოვაწყეთ, საღამოზე ლექსები წაიკითხეს სკოლის მოსწავლეებმა, ასევე მოწვეული გვყავდა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული ახალგაზრდა პოეტები, რომლებმაც თავიანთი ლექსები წაიკითხეს. მათ ასევე ისაუბრეს თავიანთ მიღწევებზე, გავიგეთ, რომ მალე ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულ გოჩა ძირკვაძის წიგნი გამოიცემა.
ეკოკლუბის წევრები ვფიქრობთ, რომ მსგავსი აქტივობები აუცილებელია, რათა საზოგადოება განიტვირთოს ემოციური დაძაბულობისაგან.
პოეზიის საღამოს პირდაპირი ჩვენება გადიოდა სკოლის ფეისბუქგვეერდზე, https://www.facebook.com/100122238205004/videos/2695761230550487/
აქტივობა ეხმიანება მდგრადი განვითარების მიზანი 4: ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის
Комментариев нет:
Отправить комментарий