სოფელი გუმბათი არ არის,, განებივრებული" ხეებით, აქ, ბუნებრიხივი ხე თითქმის არ არის, რაც გვაქვს, ხელოვნურია, ამიტომ ჩვენთან მნიშვნელოვანია ხის გაშენება.
გუმბათის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები ალგეთის ეროვნული პარკის რეინჯერებთან თანამშრომლობენ, რეინჯერები სკოლაში გვესტუმრნენ და ფიჭვის ნერგები ამოგვიტანეს.
მოსწავლეებმა რეინჯერებთან ერთად დარგეს თავიანთი ხეები.
სტუმრებმა მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია დაცული ტერიტორიების შესახებ და უპასუხეს მათ კითხვებს.
მოსწავლეებმა რეინჯერებთან ერთად დარგეს თავიანთი ხეები.
სტუმრებმა მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია დაცული ტერიტორიების შესახებ და უპასუხეს მათ კითხვებს.
ეკოლუბის წევრებმა აიღეს ინიციატივა, რომ ხეების დარგვას გააგრძელებენ და სკოლის ეზოს ხეივნად გადააქცევენ.
ინიციატივა ეხმიანება მდგრადი განვითარების მიზანი 15:-ს დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება; და მიზანი 17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად


Комментариев нет:
Отправить комментарий