გუმბათის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები ,,ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020-ისა" და თავიანთი საქმიანობის შესახებ პრეზენტაციების ციკლს აგრძელებენ. ამჯერად კლუბის წევრები განთიადის საჯარო სკოლას ესტუმრნენ და დეტალურად გააცნეს, თუ როგორ უნდა მიიღონ პროექტში მონაწილეობა.
პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა, ეკოკლუბის წევრებმა სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხეს.
განთიადის საჯარო სკოლას წარმატებული მოსწავლეები და პედაგოგები ჰყავს, ისინი ბევრ საინტერესო პროექტს ახორციელებენ და იმედია ჩვენს პროექტშიც აქტიურად ჩაერთვებიან,
აქტივობა ეხმიანება მდგრაგი განვითარების მიზანი 17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად

Комментариев нет:
Отправить комментарий