გუმბათის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა წიგნის საჯაროს კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს, ისინი სოციალურ საწარმო ,,გუმბათის" ბიბლიოთეკაში შეიკრიბნენ , მათთვის საინტერესო წიგნებიდან მონაკვეთები შეარჩიეს და ხმამაღლა წაიკითხეს. მათ შეარჩიეს როგორც ქართული, ასევე უცხოური ლიტერატურა.
მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს თავიანთ საყვარელ წიგნებსა და პერსონაჟებზე, გაუზიარეს ერთმანეთს შთაბეჭდილებები და ისაუბრეს, თუ რატომ უყვართ წიგნი და რა გავლენა აქვს ლიტერატურის კითხვას.
ზეინაბ კოჩალიძემ წაიკითხა თავისი საყვარელი წიგნიდან ,,სიყვარულის ორმოცი წესი"ამონარიდები, რამაც საინტერტესო დისკუსია გამოიწვია ადამიანის რწმენის შესახებ.
ნახეს ფილმი ,,ძახილი", რომელიც ნოდარ დუმბაძის მოთხრობების მიხედვითაა გადაღებული,
აქტივობა ეხმიანება მდგრადი განვითარების მიზანი 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნვლეყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის.
მიზანი 4: ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის


Комментариев нет:
Отправить комментарий